„კოვიდ-19“ - ვითარება ბოლნისში

რა ხდება კიდევ ერთ საკარანტინო ზონაში, ბოლნისში. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებს, რომელთაც მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი. ისინი კარანტინში არიან გადაყვანილები.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის სულ ათი დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, ერთი კი, 79 წლის ქალი, გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას თანმდევი დაავადებები ართულებდა.

გიორგი კობერიძე დეტალებით.