„კოვიდ 19“ - ვითარება ბოლნისის საკარანტინო ზონაში

ერთი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული კიდევ ერთ ჩაკეტილ ზონაში – ბოლნისშიც. ინფიცირებული ამჯერადაც ქვემო ბოლნისიდანაა, სადაც „კოვიდ 19“-ის უკვე ხუთი ფაქტია გამოვლენილი. ინფიცირებული იმ პაციენტის მეუღლეა, რომელიც ორი დღის წინ გარდაიცვალა.

87 წლის მამაკაცი, ანალიზის აღებამდე, იზოლაციაში იმყოფებოდა. სოფელში კი, სადაც ის ცხოვრობს, უკვე რამდენიმე დღეა, ზომები გამკაცრებულია, გადაადგილება საკონტროლო-გამშვები პუნქტებით კონტროლდება.

გიორგი კობერიძე ბოლნისიდან.