„კოვიდ-19“ - ვითარება ბოლნისის საკარანტინო ზონაში

მკაცრი კარანტინი წესდება სოფელ სავანეთში. ახალი კორონავირუსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამ სოფლის სამ მცხოვრებს გუშინ დაუდასტურდა. კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს. დაინფიცირებულები სასწრაფო დახმარების ექიმი და ეკიპაჟის მძღოლის შვილი არიან. ამით ბოლნისში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 20-მდე გაიზარდა.

გიორგი კობერიძე დეტალებით.