„კოვიდ 19“ – ვითარება აჭარაში

12:59, 06.04.2020

ახალი ინფიცირებულებიდან სამი აჭარაშია. კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ ორ შემთხვევაში ვირუსი თურქეთიდან შემოსულ მოქალაქეებს დაუდგინდა, ერთი პირი კი საქართველოში ლონდონი-ბათუმის ავიარეისით დაბრუნდა.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით მკურნალობენ, ექიმების ინფორმაციით, ოთხი პირი გამოჯანმრთელების სტადიაშია.

მსგავსი