„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია

10:20, 15.04.2020

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საყურადღებო. ინფიცირებულს გამოხატული აქვს სიმპტომები, რაც კორონავირუსს ახასიათებს. ამავე კლინიკაში მკურნალობს სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრი, რომელთაც „კოვიდ-19“ აქვთ დადასტურებული.

თვითიზოლაციაში იმყოფება ტაძრის ხუთი მღვდელმსახური და ერთი სტიქაროსანი. ტაძარში ამ დროისთვის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ტაძარი გაიხსნება და აღდგომის ღამეს ღვთისმსახურებას საპატრიარქოდან მივლენილი სხვა მოძღვრები ჩაატარებენ.

მსგავსი