„კოვიდ 19“-ის გავრცელება მსოფლიოში

დაღუპულთა და ინფიცირებულთა სტატისტიკის მცირედი კლებაა იტალიასა და ესპანეთში. ქვეყნებში, სადაც ჩინეთის შემდეგ „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საკარანტინე შეზღუდვები ყოველ საათში მკაცრდება.

ციფრები მზარდია გერმანიასა და საფრანგეთშიც. მონაცემები საგანგაშოა აშშ-დანაც, რომელიც დაავადების გავრცელების კიდევ ერთი ეპიცენტრი შეიძლება გახდეს. სახლებში დარჩენით დროის მოგება და კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შეჩერება – ასეთია დღევანდელ სიტუაციაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი გზავნილი.