„კოვიდ 19“-ის გავრცელება და პრევენცია

შვიდი ახალი შემთხვევა დღის განმავლობაშიკოვიდ 19“ საქართველოში სულ 90 პირს დაუდასტურდა. მათგან 16 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში – 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირია.

ქვეყანაში კორონავირუსის  შიდა გავრცელების საფრთხე გაიზარდა – ამის თქმის საფუძველს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს „კოვიდ 19“-ის სამი შემთხვევა აძლევს, რომელთა დაინფიცირების წყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძე შიშობს, რომ ორი მათგანის შემთხვევაში, პირველწყარო, დიდი ალბათობით, ვერც დადგინდება. გამყრელიძემ მოსახლოებას დღეს რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში შემთხვევების მატებისა და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების საფრთხეა.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.