„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა ქუთაისში

„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა ქუთაისში. ინფექციურ საავადმყოფოში „ცხელების ცენტრიდან“ დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 31 წლის მამაკაცი შეიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მას რუსეთსა და სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.