„კოვიდ-19“ გავრცელების არეალი

პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მას ან მის უახლოეს გარემოცვას კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

ცისანა შარტავას ჩვენ მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მსახიობს და  ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ თანამშრომელს კახა მიქიაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში იმყოფებოდა. მიქიაშვილი აცხადებს, რომ მან იცის ინფიცირების წყარო და ამ წყაროსთან კონტაქტამდე შედგა მისი საპატრიარქოში ვიზიტი. ამჟამად მსახიობი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.