ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სამი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 434 პირი რჩება. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, მათ „კოვიდ-19“ აქვთ დადასტურებული.