კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ქუთაისის საავადმყოფოში 59 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა, კლინიკაში შეყვანისას კი ორმხრივი პნევმონია და სეფსისი აღენიშნებოდა. პაციენტი აჭარიდან იყო.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში „კოვიდ-19“-ით სულ 28 ადამიანია გარდაცვლილი.