კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა საქართველოში

ბოლო რამდენიმე საათია, ინფიცირებულთა სტატისტიკა არ შეცვლილა. 170 დადასტურებული შემთხვევა და 36 გამოჯანმრთელებული, სულ კი ვირუსს ქვეყანაში, დღეის მონაცემებით, ორი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ერთი – 81 წლის ქალბატონი „კოვიდ 19“-ის დიაგნოზითა და რამდენიმე თანდართული დაავადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის აქ თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან კრიტიკულ მდგომარეობაში, ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს.

რამდენიმე წუთის წინ, სამედიცინო დაწესებულებიდან, გარდაცვლილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი, დადგენილია ინფიცირების სავარაუდო პირველწყარო. ასევე, გაზრდილია პაციენტების რაოდენობა კლინიკაში.

მარიკა შალიკაშვილი გვიერთდება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ბოლო ცნობებით – რამდენი პაციენტია ამჟამად კლინიკაში, როგორია მათი მდგომარეობა და რა ახალი ცნობები გვაქვს გარდაცვლილის შესახებ?