კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში „კოვიდ-19“-ით 45 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი კიდევ 2911 ადამიანს გამოუვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 16 158 აქტიური ინფიცირებულია. ისინი საავადმყოფოებში, სახლებსა და სასტუმროებში მკურნალობენ. კიდევ 40 ათასამდე მოქალაქე კი თვითიზოლაციაში. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა.