კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მატულობს

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი კი მატულობს – ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 2715 ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. ინფიცირებულთა რიცხვმა კი ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს. ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 52 მოქალაქე. სიტუაცია ისევ რთულია სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო მონაცემებით,  ინფიცირებულთა რიცხვი 1100 აჭარბებს. დაღუპულია 12 ადამიანი.

იტალიაში კი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია. დაავადებულია 322 მოქალაქე. მიუხედავად ამისა, იტალიის მეზობელი სახელმწიფოების მთავრობები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო, საზღვრების ჩაკეტვის საკითხს არ განიხილავენ.

ვირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაშიც. ბრაზილიაში ვირუსი იტალიიდან დაბრუნებულ მამაკაცს გამოუვლინდა. ასევე, იტალიიდან ჩასულ მამაკაცს აღმოაჩნდა ვირუსი ალჟირშიც.