კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობა ყოველდღე იზრდება. ბავშვების ძირითადი ნაწილის სიმპტომი მაღალი ტემპერატურა, უმადობა და ზოგადი სისუსტეა. ასევე, პატარა პაციენტებს თავისა და ყელის ტკივილი აღენიშნებათ. სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჯერ ოჯახის ექიმს მიმართონ და საჭიროების შემთხვევში კლინიკას, რადგან არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. პედიატრების განცხადებით, ინფიცირებული ბავშვების დიდი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.