კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში

ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მომატებულია. გარდა ამისა, აქტიურად ფიქსირდება სეზონური ვირუსების შემთხვევები – ექიმების ინფორმაციით, ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. ციციშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი კოვიდისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

დღეიდან ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია.