კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში

80-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული ციციშვილის სახელობის კლინიკაში. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 21 მცირეწლოვანი, მათგან სამი, მართვით სუნთქვაზეა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მძიმე პაციენტებს შორისაა რვა წლის მოზარდი, რომელსაც ფილტვების 18-პროცენტიანი დაზიანება აქვს. ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, პაციენტების მიმართვიანობა ბოლო ათი დღის განმავლობაში შემცირებულია.