კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში

 საქართველოში მოზარდების კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს. ციციშვილის სახელობის კლინიკაში მიმართვიანობამ იმატა. თუმცა, საავადმყოფოდან პაციენტების გაწერა აქტიურად მიმდინარეობს.

ექიმების თქმით, პაციენტებში კორონავირუსული ინფექცია საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვს და იგი მართვით სუნთქვაზეა.