კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ორი კვირით გადავადდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ორი კვირით გადავადდა – საქართველო პრეპარატს მარტის დასაწყისში მიიღებს. მზადების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია ისევე, როგორც სამედიცინო პერსონალის ტრენინგი.

მზადდება სამედიცინო დაწესებულებები, სადაც პირველ ეტაპზე ჩატარდება ვაქცინაცია. პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც შესაბამისი რესურსი აქვთ. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ დღეს არსებული ვითარება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა.