ქუთაისში პირველი ექიმი აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა კარდიოქირურგმა ნიკა ვაშაყმაძემ გაიკეთა. იმუნიზაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიმდინარეობს. 17-18 მარტს კი აცრები დაიწყება იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 30 ექიმია დარეგისტრირებული. იმერეთში 5 500 დოზაა უკვე განაწილებულია.