კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო  

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო – პირველ ეტაპზე იცრება მედპერსონალი, რომლებსაც ინფიცირებულებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.ასტრაზენეკას“ 43 200 დოზით აცრა თბილისსა და რეგიონებში დილიდან უკვე მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, სამედიცინო პერსონალის სრული ვაქცინაცია პირველ ას დღეში დაასრულოს.