კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული მგზავრების შემოწმება გრძელდება. ექიმები იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს ამოწმებენ, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა. მედიკოსთა ჯგუფი, დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, თერმოსკრინინგს ატარებს. ასევე, სპეციალური ბუკლეტები რიგდება, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციებია დატანილი.