კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

რაც შეეხება კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკას, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 2 619 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა 79 360-ს აღწევს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 24 963 პაციენტი. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ჩინეთშია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი მძიმე ვითარება სამხრეთ კორეაშია, მესამე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით იტალიაში.

რთული სიტუაცია ირანშიც, რის გამოც მეზობელმა სახელმწიფოებმა ირანთან საზღვარი ჩაკეტეს.