კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მაშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 89 073-ია. აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 048-ია. კორონავირუსისგან 45 095 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ კორეაშია, სადაც ვირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა ფიქსირდება,  დაღუპულია 26 ადამიანი. შემდეგ მოდის იტალია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1 694-მდე გაიზარდა, დაღუპულია 34 ადამიანი.

ირანში 978 დადასტურებული შემთხვევაა ფიქსირდება, დაღუპულია 54 ადამიანი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ვირუსით უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ იორკშიკორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბერლინში, ასევე ინდონეზიასა და ჩეხეთში.