კორონავირუსის მეექვსე ტალღის დაღმავალი პროცესი

საქართველოში ეპიდვითარების გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება – ქვეყანამ მეექვსე ტალღის პიკიდან დაღმასვლა დაიწყო. ყოველდღიურად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. წინა ოთხშაბათისგან განსხვავებით, დღეს კოვიდინფექცია 10 ათასით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, თუ მოქალაქეების მხრიდან კოვიდრეგულაციების დაცვა მოხდება, თებერვლის ბოლოდან ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება. სპეციალისტები ახლა მთავარ აქცენტს რეინფიცირების გაზრდილ საფრთხეზე აკეთებენ და მოსახლეობას პირბადის ტარებისა და ბუსტერდოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

მარიამ სეთურიძე გიამბობთ.