კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს. ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და კონსულტაციების შედეგად, მისი მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა გადაწყდება. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 177 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 955 ადამიანი.

დეტალებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში.