გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა იკლო. დილიდან ამ დრომდე ათი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ერთი კარანტინის ზონიდანაა, ოთხი ქობულეთის უკვე ცნობილი კლასტერიდან არის, ორი კი ბოლნისის იმ სასწრაფო დახმარების ბრიგადიდანაა, რომლის თანამშრომლების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
ეპიდემიოლოგები ჩავიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, სადაც „კოვიდ-19“ ადგილობრივს აღმოაჩნდა. კლასტერების გაფართოებისა და შიდა გავრცელების მასშტაბების ზრდის ფონზე, კიდევ უფრო მკაცრდება მოწოდებები სოციალური დისტანცირების დასაცავად. ეროვნული ბანკის, ქობულეთისა და მარნეულის კლასტერების სახით ქვეყანაში სამი ყველაზე დიდი კლასტერია გამოვლენილი. 306 დადასტურებული შემთხვევა და უკვე 71 გამოჯანმრთელებული – ასეთია ამ წუთის მონაცემები.