კორონავირუსის გაუარესებული სტატისტიკა საქართველოში

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული – თენგიზ ცერცვაძე სახლში მკურნალობს. იზოლაციაშია გადასული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, რომელიც, როგორც თავად განმარტავს, თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის კონტაქტი არ არის.

როგორ უნდა გადანაწილდნენ მხოლოდ მძიმე პაციენტები კლინიკებში, როგორ უნდა შემცირდეს ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა და რა ხარვეზები იკვეთება პირველად ჯანდაცვაში: ამ საკითხებზე პრემიერმა ჯანდაცვის ექსპერტების პოზიცია მოისმინა. იგეგმება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება. ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება ჯერ ვერ ხერხდება. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 და დაინფიცირდა 3 117 ადამიანი.