კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 7 ათასზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში. ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მზაობა და კოორდინაცია ვირუსის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციისთვის. ასევე, იზრუნონ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და აღჭურვილობების დეფიციტი. იაპონიის მთავრობა კი ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად 140 მილიონ დოლარს გამოყოფს.