კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში 

საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. თუ ახალი წლის დღეებში რამდენიმე ასეული შემთხვევა ვლინდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 2 316-ს შეადგენს. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, გაზრდილია მიმართვიანობა და, შესაბამისად, ტესტების რაოდენობაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამტკიცებენ, რომ სამ გენზე სპეციალური კვლევა ჩაატარეს საქართველოში თებერვლის შემდეგ დაფიქსირებულ „კოვიდ-19“-ის ყველა შემთხვევაზე და დაადგინდეს, რომ ე.წ. ბრიტანული შტამის მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი.

დიდი ბრიტანეთიდან შემომსვლელებზე დაწესებული შეზღუდვისა და საზღვრების მკაცრი კონტროლის პირობებში, ეპიდემიოლოგები და ექიმები ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებას არ ელოდებიან.