კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაავადების ერთი შემთხვევა პარიზში, მეორე კი – ბორდოშია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანში, სინგაპურსა და ავსტრალიაში.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არის ერთი ექიმი. ინფიცირებულების რაოდენობა კი 1 287-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.