კორონავირუსის ახალი შემთხვევები აჭარაში

რთულია ვითარება აჭარაშიც. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან რეგიონში 417 გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ათი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

კლინიკაში მყოფი 212 პაციენტიდან, 48 რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია. 35 პაციენტი ჟანგბადის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას საჭიროებს.