კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსის დღიური შემთხვევების კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა – ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 8 728 პირს დაუსვეს, გარდაცვლილია კიდევ 43 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 14 %-ს მიუახლოვდა.

სპეციალისტები უახლოეს პერიოდში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზრდება. ამის მიზეზი „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაა, თუმცა, რისკჯგუფებში ისევ რჩებიან ხანდაზმული ადამიანები და აუცრელი პირები. ექიმები მოქალაქეებს ვაქცინის სამი დოზით იმუნიზაციისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.