კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით, ვითარება ყოველდღიურად მძიმდება – დღეს ქვეყანაში ვირუსით დღიური გარდაცვალების ანტირეკორდი დამყარდა. „კოვიდ-19“-ს ბოლო დღე-ღამეში 23 ადამიანი ემსხვერპლა. აქამდე ერთ დღეში ყველაზე მეტი, 15 ადამიანი, ერთი კვირის წინ 20 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კვლავ მაღალია დღიური ინფიცირების მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 1824 მოქალაქეს გამოუვლინდა.

მარიამ სეთურიძე ჩაგვერთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში – როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავრცელების არეალი საქართველოში?