კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა საქართველოში

როგორ შეიცვლება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და უნდა ველოდოთ თუ არა შემთხვევების მკვეთრად მატებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, რეგულაციების შემსუბუქების შემდგომ პერიოდში, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, სპეციალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დღეს ვირუსის ცხრა ფაქტი გამოვლინდა. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები და მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირები არიან.

მარიამ სეთურიძემ მოისმინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება – რას აცხადებს ამირან გამყრელიძე შექმნილ მდგომარეობაზე?