კორონავირუსი ​ – ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

12:30, 14.11.2020

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში 3 500-ს გადაცდა ინფიცირებულთა სტატისტიკა – კორონავირუსი კიდევ 3504 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 33 პაციენტი, მათგან ათი თბილისში დაიღუპა. სულ კი „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ინფექციას ქვეყანაში 669 მოქალაქე ემსხვერპლა. ამჟამად ვირუსის დიაგნოზით 17 283 პირი მკურნალობს.

თამარ ნადარეიშვილი გაეცნო ვირუსის გავრცელების ახალ მონაცემებს და ამ მაჩვენებლებზე ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

მსგავსი