კორონავირუსი - ვითარება სამეგრელოში

ფოთში ინფიცირების გახშირებული შემთხვევების გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლები ონლაინრეჟიმზე ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, იქ ამჟამად წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს და სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე საბავშვო ბაღშია შეჩერებული.

ხელისუფლება მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. დაწესდება თუ არა ფოთში დამატებითი შეზღუდვები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი