კორონავირუსი - ვითარება სამეგრელოში

რა ვითარებაა ზუგდიდში. სოფელ ორსანტიაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევები დაკავშირებულია ისევ აბსანძეების უბანთან. ინფიცირებულები „აჭარა ტექსტილის“ კლასტერს წარმოადგენენ. ეს უბანი მესამე დღეა, იზოლირებულია და იქ ეპიდემიოლოგები სამართალდამცავებთან ერთად მუშაობენ.

ორსანტიაში საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში ტესტირება ჩატარდა. გამოიკვლიეს 61 პირი, ყველა პასუხი უარყოფითია.