კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

პანდემიის მეორე ტალღა მთელ მსოფლიოში მძიმე შედეგებით მიმდინარეობს – ის ქვეყნებიც კი, რომლებმაც პირველი ტალღის დროს ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მეთოდს მიმართეს, ახლა მკაცრ რეგულაციებს აწესებენ.

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი, კლების ნაცვლად, ყოველდღიურად იზრდება. ვირუსის შეკავებას ამ ქვეყნების უმეტესობაში უკვე მთელი თვეა, სრული ან ნაწილობრივი საკარანტინო რეჟიმით ცდილობენ. კომპანია „პფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის შემდეგ, რომელიც ახლა ავტორიზაციისა და წარმოების ნებართვის მოლოდინშია, დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი ვაქცინის – „ასტრა-ზენეკის“ ეფექტიანობის შესახებ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.