კორონავირუსი - ვითარება კახეთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გუშინ კოვიდდადასტურებული 40 წლამდე ქალის შვიდი კონტაქტი გამოვლინდა. დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდა ქალბატონის მეუღლეს, რომლსაც „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. რაც შეეხება კონტაქტებიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალას, ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ქალი გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.