კორონავირუსი - ვითარება იმერეთში

ქუთაისის N 24 საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფიცირების ფაქტი ე.წ. N 32 სკოლის კლასტერს უკავშირდება. N 24 სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან და ინფიცირებაც აქედან მოხდა.

პაციენტები საჩხერის სამედიცინო ცენტრში და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სკოლის ყველა 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. გასული 24 სთ განმავლობაში ქუთაისში „კოვიდ-19“-ის ათი შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დადებითი პასუხების უმეტესობა კარავში აღებულმა „პისიარტესტმა“ აჩვენა. ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ისინი N 32 საჯარო სკოლის კონტაქტები არიან და შემთხვევები სწორედ ამ  სკოლის კლასტერს უკავშირდება.