კორონავირუსი - ვითარება იმერეთში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული. 41 წლის ქალი ამ დრომდე კარანტინში იყო. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღესვე კლინიკა დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა. რამდენიმე პაციენტი კი განმეორებითი ტესტირების მოლოდინშია.