კორონავირუსი - ვითარება იმერეთში

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო ცხრა გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 70 პაციენტი მკურნალობს.