კორონავირუსი - ვითარება გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე მეშვიდე დღეა, რაც მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაკეტილია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და მოსახლეობის „პი სი არ ტესტებით“ შემოწმება.

რუსუდან ლოლაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან – რა ვითარებაა ადგილზე?