კორონავირუსი - ვითარება ბავშვებში

ციციშვილის სახელობის საავადმყოფოში კოვიდით კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, ოთხი თვის ბავშვი კლინიკაში 31 დეკემბერს უკვე გართულებული მდგომარეობით შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იყო. მას გულის მანკი ჰქონდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციაშია ათი ბავშვი. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი პაციენტის მდგომარეობა.