კორონავირუსი - სპეციალისტების რეკომენდაციები

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სპეციალისტები მოსახლეობას დასვენებისთვის საჭირო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქტიური დასვენება და სუფთა ჰაერი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია კოვიდის დამარცხების, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, ზედმიწევნით შევასრულოთ რეკომენდაციები, მათ შორის არის პირბადის ტარება და ჰიგიენის დაცვა.

მათი განმარტებით, რაც უფრო განიმუხტება ქალაქები და ერთ კონკრეტულ ფართობზე ადამიანების რაოდენობა შემცირდება, ინფექციის გავრცელება უფრო კარგად გაკონტროლდება. რაც შეეხება ქვეყნის გარე საზღვრების გახსნას, სპეციალისტები მისი გახსნის გადავადებას მიესალმებიან.