კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით, სპეციალური პლატფორმა იქმნება. ახალი პლატფორმის დაარსების მიზანი კრიზისით მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

ამ ფორმატში პირველი შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილმა უკვე გამართა. გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტიანობისთვის თემატურ ჯგუფებად დაიყო. ჯანდაცვის, ეკონომიკური და სამართალდაცვითი ჯგუფების შეხვედრები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ცალ-ცალკე, რეგულარულად გაიმართება. ახალი ფორმატით პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა.

სალომე ქოქიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამ თემატურ ჯგუფებში.