კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა  

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა – საქართველოში უკვე მეორე დღეა, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. გამკაცრებულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. სპეციალისტები, ვირუსის გავრცელების შეკავება რომ მოახერხონ, მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ანა ბროლაძე დეტალებით.