კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. უკვე მეორე დღეა, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 44 პირს დაუდასტურდა. მთავრობამ რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან იკრძალება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შეეხება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, შეიზღუდება ადამიანების რაოდენობა. თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა კი პირველ ნოემბრამდე გადაიდო. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.

დღესვე გადაწყდა, რომ 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ საკარანტინო სივრცეებში.