კორონავირუსი - რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება გართულებულია. ახალი შემთხვევების მატების დინამიკა ისევ ნარჩუნდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეს 2,62%. ჩატარებული 13 685 ტესტიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 359 ადამიანს. გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შვიდი დეპუტატია ინფიცირებული. კეთდება განცხადებები ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც.

თათია ტაბეშაძე დეტალებით.